„გვიხარია რომ ახმაურდა სკოლის კედლები“- აფხაზეთის N22 სკოლაში სასწავლო პროცესი რეგულაციების დაცვით მიმდინარეობს
23-09-2020

აფხაზეთის N22 საჯარო სკოლამ შრომის ინსპექციის მონიტორინგი წარმატებით გაიარა. 

სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში, რეგულაციების დაცვით მიმდინარეობს. 

სკოლის დირექციამ და თითოეულმა მასწავლებელმა განათლების და ჯანდაცვის სამინისტროების რეკომენდაციები სრულად გაითვალისწინა.

„აფხაზეთის N22 საჯარო სკოლამ წარმატებით გაიარა მონიტორინგი, განათლების სამინისტროდან გადმოგვცეს თერმოსკრინინგისათვის თერმომეტრი,  სადეზინფექციო ხსნარები, დეზობარიერები, ხელის დისპენსერები. სკოლაში მიმდინარეობს სწავლის პროცესი და გვიხარია რომ ახმაურდა ჩვენი სკოლის კედლები“,-ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203