თელავის N5 საჯარო სკოლის პედაგოგმა ფიქრია ებელაშვილმა წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა
23-09-2020

თელავის N5 საჯარო სკოლის გეოგრაფიისა და ბუნებისმეტყველების პედაგოგმა ფიქრია ებელაშვილმა სტატუსი აიმაღლა. პედაგოგს წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა.

სკოლის დირექცია და კოლექტივი პედაგოგს კარიერულ წინსვლას ულოცავს და ულევ წარმატებას უსურვებს.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203