
ქარელის მუნიციპალიტეტის ბერძენაულის საჯარო სკოლის პედაგოგებმა - ქეთევან მურაჩაშვილმა, ივანე გისმა და ირაკლი მეარაყიშვილმა წამყვანი პედაგოგის სტატუსი მიიღეს.
დირექცია ულოცავს მასწავლებლებს კარიერულ წინსვლას და შემდგომ წარმატებებს უსურვებს მათ.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.