
თბილისის N152 საჯარო სკოლამ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციები ზედმიწევნით გაითვალისწინა და შრომის ინსპექციის მონიტორინგიც წარმატებით გაიარა.
სკოლის ადმინისტრაცია მზადაა, მოსწავლეები საკლასო ოთახებში მიიღოს და სწავლა ასე განაგრძოს. ამ ეტაპზე მოსწავლეებს გაკვეთილები ონლაინ რეჟიმში უტარდებათ.