გეგუთის N1 საჯარო სკოლის დირექცია ორ პედაგოგს წამყვანის სტატუსის მოპოვებას ულოცავს
23-09-2020

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გეგუთის N1 საჯარო სკოლის ორ პედაგოგს: ეკატერინე ნადირაძეს და ნონა ჭელიშვილს მიმდინარე სასწავლო წელს წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა.

დირექცია და პედკოლექტივი ულოცავენ მასწავლებლებს წინსვლას და შემდგომ წარმატებებს უსურვებენ.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203