
რუსთავის N5 საჯარო სკოლამ წარმატებით გაიარა შრომის ინსპექციის მონიტორინგი და მზადაა, სწავლა საკლასო ოთახებში განაახლოს.
ამჟამად, საქართველოში პანდემიური ვითარების გართულების გამო სკოლების ნაწილში სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს. რუსთავის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებსაც გაკვეთილები ონლაინ რეჟიმში უტარდებათ.