ჯიხანჯურის საჯარო სკოლას კიდევ 4 სტატუსიანი პედაგოგი შეემატა
23-09-2020

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ჯიხანჯურის საჯარო სკოლის კიდევ ოთხმა მასწავლებელმა აიმაღლა სტატუსი და გახდა უფროსი მასწავლებელი.

ჯიხანჯურის საჯარო სკოლის დირექცია ყველა პედაგოგს უსურვებს კარიერულ წინსვლასა და ჯანმრთელობას.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203