გეგუთის ვარციხჰესების საჯარო სკოლის სამმა მასწავლებელმა წამყვანის სტატუსი მოიპოვა
23-09-2020

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გეგუთის ვარციხჰესების საჯარო სკოლის სამმა მასწავლებელმა წამყვანის სტატუსი მიიღო.

დირექცია და თანამშრომლები ულოცავენ პედაგოგებს - დოდო ხობელიას, თეა მჟავანაძესა და ნესტან კირკიტაძეს მიღწეულ წარმატებას და შემდგომ კარიერულ წინსვლას უსურვებენ მათ.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203