
ქუთაისის N12 საჯარო სკოლის ხუთმა მასწავლებელმა სტატუსი აიმაღლა. მათ უკვე წამყვანის წოდება აქვთ. დირექცია ამაყობს სკოლის პედაგოგიური კოლექტივით.
„ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მასწავლებლებს: დარეჯან კუჭუხიძეს, მაია ჩეჩელაშვილს, გოჩა ბაჯაძეს, თამარ ჟორჟოლიანს, რუსუდან აბაშიძეს ვულოცავთ წამყვანი მასწავლებლების სტატუსს“,-ნათქვამია დირექციის ინფორმაციაში.