
ახალი, 2020-2021 სასწავლო წელი საჩხერის მუნიციპალიტეტის, კორბოულის N2 საჯარო სკოლაში ადგილობრივი პედაგოგების მორიგი წარმატებით დაიწყო. ლია კვესაძემ და იამზე ჩარქსელიანი-გოგატიშვილმა სტატუსი აიმაღლეს, არაერთი მასწავლებელი კი გარედაკვირვების შედეგების მოლოდინშია.
„საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის N2 საჯარო სკოლას კიდევ ორი წამყვანი მასწავლებელი შეემატა: ინგლისური ენის პედაგოგი ლია კვესაძე და მათემატიკის მასწავლებელი იამზე ჩარქსელიანი-გოგატიშვილი. რამდენიმე პედაგოგი გარედაკვირვების მოლოდინშია. დღეის მონაცემებით, სკოლას ჰყავს 17 უფროსი, 10 წამყვანი და 2 მენტორი მასწავლებელი“, - აღნიშნულია კორბოულის N2 საჯარო სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.