
თბილისის N59 საჯარო სკოლის მასწავლებლებისთვის სასწავლი წელი კარიერული წინსვლით დაიწყო და ამ ინფორმაციას თავად სკოლის ადმინისტრაციაშიც გვიდასტურებენ.
ნინო ბუჯიაშვილმა, ქეთევან მაისურაძემ, დალი ვეშაპიძემ, ნინო შონიამ სტატუსი აიმაღლეს და ახალ, 2020-2021 სასწავლო წელს ასეთი სასიხარულო ამბით შეეგებნენ.
თბილისის N59 საჯარო სკოლის დირექცია ულოცავს პედაგოგებს ამ დიდ წარმატებას, რაც არა მხოლოდ მათი კარიერული თუ პიროვნული გამარჯვებაა, არამედ, ზოგადად, სკოლის იმიჯზეც დადებითად აისახება.