
სენაკის მუნიციპალიტეტის ეკის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაიწყო. სკოლაში სწავლა ჩვეულებრივად, საკლასო ოთახებში მიმდინარეობს.
სკოლა გარემონტდა და განახლებული ინფრასტრუქტურით დახვდა მოსწავლეებს.
მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შენობაში შესვლამდე უტარდებათ თერმოსკრინინგი, ხოლო შენობის შიგნით იცავენ დადგენილ სანიტარულ წესებსა და მოთხოვნებს.
სკოლაში არის დეზინფექციისათვის საჭირო მოწყობილობები და ჰიგიენური საშუალებები.
იხილეთ ფოტოები