
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, დღნორისის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებლისთვის - მანანა შალიკიანისთვის 2020-2021 სასწავლო წელი კარიერული წინსვლით დაიწყო და ამიერიდან, ქალბატონი მანანა სკოლაში მოღვაწეობას უკვე წამყვანი პედაგოგის სტატუსით განაგრძობს
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, დღნორისის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგიური საზოგადოება ულოცავს მანანა შალიკიანს ამ დიდ წარმატებას და უსურვებს, ახლა უკვე წამყვანი მანანა მასწავლებლისთვის ეს სტატუსი გახდეს სხვა დიდი გამარჯვებების საფუძველი.