წყაროთის საჯარო სკოლის მოსწავლე ცირა გოგრაჭაძე ჟურნალისტიკის კონკურსში მონაწილეობს
22-09-2020

შუახევში, კულტურის ცენტრის მოსწავლე-ახალგაზრდობასთან მუშაობის განყოფილების ორგანიზებით, ჟურნალისტიკის კონკურსის - „თაიმ“ მეორე ტური გაიმართა, რომელშიც შუახევის მუნიციპალიტეტის წყაროთის საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლე ცირა გოგრაჭაძე მონაწილეობდა.

მეორე ტურში მონაწილეებმა მიმდინარე აქტუალურ თემებზე ესეები დაწერეს და აიღეს ინტერვიუები საზოგადოებისაგან. კონკურსის 21 მონაწილიდან მესამე ტურში 15 კონკურსანტი გადავა, რომლის შედეგებიც ცნობილი გახდება 5 დღის განმავლობაში.

კონკურსის მიზანია:- მოსწავლეებში ჟურნალისტური ხედვის განვითარება, ინტერვიუს აღება, ჟურნალისტური წერის მანერის შესწავლა, კითხვების შედგენის პრინციპი, ვიდეო სიუჟეტების გადაღების პრაქტიკის შესწავლა.

კონკურსი 5 ეპატისაგან შედგება. პირველ ტურში მონაწილეებმა ტვ 25-ისა და აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების მუშაობის პროცესს გაეცნენ, დაათვალიერეს სტუდიები და მიიღეს პრაქტიკული რჩევები.

ჟურნალისტიკის კონკურსის „თაიმ“ ორგანიზატორია კულტურის ცენტრის მოსწავლე- ახალგაზრდობასთან მუშაობის განყოფილება;

 კონკურსის მხარდამჭერები:
  •  შუახევის მერია;
  •  შუახევის რესურსცენტრი
  •   გაზეთები „აჭარა“, „შუახევი“
  •  აჭარის ტელევიზია, TV 25; TV 12.
იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203