
შუახევის მუნიციპალიტეტის, ვანის საჯარო სკოლაში 2020-2021 სასწავლო წელი პედაგოგთა დიდი წარმატებით დაიწყო. სკოლის სამმა პედაგოგმა უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიიღო.
დაწყებითი კლასების პედაგოგმა, მერი სურმანიძემ, ინგლისური ენის პედაგოგმა, მაია ვახტანგიძემ და გეოგრაფიის პედაგოგმა, ლევან შარაშიძემ კომპეტენცია დაადასტურეს და ახლა კი სკოლაში მოღვაწეობას ახალი რეგალიით განაგარძობენ.
შუახევის მუნიციპალიტეტის, ვანის საჯარო სკოლის წარმომადგენლობა ულოცავს მასწავლებლებს ამ წარმატებას და უსურვებს კარიერულ წინსვლას.