''ეტალონის'' ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი აჭარის ა/რ ტერიტორიაზე არსებული საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეხვდა
10-10-2017
''ეტალონის'' ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი აჭარის ა/რ ტერიტორიაზე არსებული საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეხვდა. 

შეხვედრაზე ისაუბრეს განათლების სისტემაში მიმდინარე სიახლეებისა და განათლების მიღების ინოვაციური მეთოდების შესახებ. მნიშვნელოვანი აქცენტები გაკეთდა იმაზე, თუ რა შეიცვალა სასწავლო დაწესებულებებში სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესების მიმართულებით. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და ახალ, ინოვაციურ პროექტს - Izrune.ge - საც შეეხო. 

Izrune.ge მოსწავლეთა ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალია, ინდივიდუალური ტესტირების თანამედროვე საიტი, რომელიც სულ მალე დაიწყებს ფუნქციონირებას.

საიტის მიზანია, მოსწავლეების მშობლებს ან/და ოჯახის წევრებს მიეცეთ საშუალება: თანამედროვე ტექნოლოგიებით უშუალოდ იზრუნონ შვილების განათლებაზე, სისტემატურად და პირადად შეაფასონ შვილების განათლებისა და უნარ-ჩვევების დონე, ოჯახი მეტი აქტივობით ჩაერთოს შვილების აღზრდა-განათლება-წახალისებაში.

ყოველი თვის ბოლო კვირა დღე გამოცხადდება შვილებზე ზრუნვის დღედ. სადაც არ უნდა იმყოფებოდეს მშობელი, საშუალება ექნება შვილი გვერდით მოისვას და უშუალოდ იზრუნოს მის აღზრდა-განათლებაზე ინდივიდუალურად მორგებული ტესტების მეშვეობით.

შედეგად, მოხდება მოსწავლეთა სწავლა-განათლებით მეტად დაინტერესება, მოტივირება და წახალისება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203