
ჟიული შარტავას სახელობის თბილისის N62 საჯარო სკოლაში ორი მენტორი და ხუთი წამყვანი მასწავლებელი მოღვაწეობს.
„სიხარულით გაცნობებთ, რომ წელს სტატუსი კიდევ ორმა მასწავლებელმა - ლილი წიკლაურმა და თინიკო დოლიძემ აიმაღლა, მათ წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ.
წარმატებას ვუსურვებთ სკოლის კოლექტივს და წინსვლას თითოეულ მასწავლებელს“,-აღნიშნულია დირექციის ინფორმაციაში.