„საუკეთესოები ხართ“-თბილისის N133 სკოლის დირექტორი ლიანა ფუტკარაძე 15 მასწავლებელს წამყვანის სტატუსის მოპოვებას ულოცავს
22-09-2020

თბილისის N133 საჯარო სკოლის დირექტორი ლიანა ფუტკარაძე მასწავლებლებს სტატუსის ამაღლებას ულოცავს. სკოლის 15 პედაგოგი წამყვანი გახდა.

„ჩვენს მარგალიტებს, 133-ე საჯარო სკოლის ღირსეულ და საამაყო პედაგოგებს: ნონა ჯაჯანიძეს, ნათია მაზანაშვილს, ნანა გაბუნიას, თამარ ხორბალაძეს, ნანა ზურებიანს, ფიქრია ცერცვაძეს, მაია ჩალაბაშვილს, ეკა ჩაკვეტაძეს, ელზა ლაბაძეს, ია ურუშაძეს, შორენა სირბილაძეს, ნატალია სამყურაშვილს, მზია ნებიერიძეს, ნატალია გზირიშვილს, ლელა სახვაძეს ვულოცავთ წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოპოვებას.

თქვენთან ერთად ვზეიმობ და მიხარია, თუ ვინმე იმსახურებს ამ სტატუსს, თქვენ, საუკეთესოები ხართ. ძალა, ენერგია და შემართება გაასკეცებული გქონდეთ წარმატებული, რეალიზებული კონკურენტუნარიანი ქვეყნისა და ერის გულშემატკივარი თაობების აღსაზრდელად“,-წერია დირექტორის მილოცვაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203