ზესტაფონის N7 საჯარო სკოლის 19-მა პედაგოგმა წამყვანის სტატუსი მოიპოვა
22-09-2020

ზესტაფონის N7 საჯარო სკოლის მასწავლებლებმა სტატუსი აიმაღლეს. 19 პედაგოგი წამყვანი გახდა. ყველა მასწავლებელი აქტიურად ზრუნავს კარიერულ წინსვლაზე, შედეგიც სახეზეა, სკოლას 33 წამყვანის სტატუსის მქონე მასწავლებელი ჰყავს.

„ჩვენს სკოლას არასდროს აკლდა წარმატებები, დღესაც გახარებულები ვართ და გვსურს ამ სიხარულის მოზიარენი გაგხადოთ. 
კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში კიდევ ერთი საფეხურით წინ წაიწიეს და წამყვანის სტატუსი მიენიჭათ ჩვენი სკოლის შემდეგ პედაგოგებს: მარეხ ქათამაძეს, კახაბერ მაღლაკელიძეს, თორნიკე კახნიაშვილს, ოთარ მაღლაკელიძეს, ირინე ბერაძეს, რუსუდან ბუბულაშვილს, ნანა მელაძეს, ლალი ზიბზიბაძეს, ნათია ნიკურაძეს, მიმოზა ხუსკივაძეს, თამარ არაბიძეს, მარეხ მჭედლიძეს, ცისანა ჟღენტს, ცისმარი ფერაძეს, მარინე ადეიშვილს, მაია გელბახიანს, ბელა კაპანაძეს, მანანა ბერაძეს, ანა ბაბუხადიას! 

სიამაყით უნდა განვაცხადოთ, რომ ჩვენს სკოლას უკვე 33 წამყვანის სტატუსის მქონე მასწავლებელი ჰყავს. ვულოცავთ მათ ამ წარმატებას და ვუსურვებთ შემდგომ წინსვლას!“-წერია სკოლის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203