წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოსდაცვითი პროექტის ფარგლებში აქტივობებს აგრძელებენ
22-09-2020

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეების მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლების მიზნით, სკოლას საკომპოსტე ყუთი გადაეცა, რომელშიც მოსწავლეები შეძლებენ ნარჩენების დახარისხება-მართვას.

„წყალტუბოს N1 საჯარო სკოლას მესამე წელია თანამშრომლობა აქვს იმერეთის არასამთავრობო ორგანიზაცია „სპექტრთან“, რომელშიც აქტიურად არის ჩართული სკოლის ეკოკლუბი „ნიამორი“.

ამჟამად პროექტის ფარგლებში - „მდინარეები ნარჩენების გარეშე - სუფთა შავი ზღვა“, სკოლას გადაეცა საკომპოსტე ყუთი. მოსწავლეები შეძლებენ ნარჩენების დახარისხება-მართვის პროცესს, რაც ხელს შეუწყობს მათი მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლებას“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203