
ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge.
გაიცანით, ეს წარმატებული და თავდაჯერებული ბიჭი ლუკა გელაშვილია - მეოთხე კლასის მოსწავლეა. ლუკა izrune.ge-ს დიდი ოჯახის ერთ-ერთი აქტიური და მოტივირებული წევრია. მან ინგლისურის ტესტში უმაღლესი შეფასება მიიღო, თავისი ცოდნით და წარმატებით ოჯახი გაახარა და მოგვწერა:
„მადლობა საინტერესო ინგლისურის ტესტისთვის. უკვე მეოთხე წელია აქტიურად ვარ ჩართული და izrune.ge-ს ტესტებს ვაკეთებ. ყოველ წელს სიახლეებია. ყოველი ხუთშაბათი და თვის ბოლო კვირა დღე ჩემთვის საინტერესოა. დიდი მადლობა თქვენ, რომ ყოველთვის სიახლეებს გვთავაზობთ“.