სოფლის წარმატებული სკოლის წარმატებული ლიდერი - კორბოულის N2 საჯარო სკოლის დირექტორი გელა მაჭარაშვილი
22-09-2020
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის N2 საჯარო სკოლის დირექტორი გელა მაჭარაშვილი სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსში მე-2 ადგილის მფლობელი გახდა.
„განათლების კოალიციის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდა სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსი. მონაწილე სკოლებიდან შეირჩა ჯერ ათეული შემდეგ სამეული. 19 სექტემბერს კონკურსის ფინალში ღირსეულად მეორე ადგილის მფლობელი გახდა გელა მაჭარაშვილი - საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის N2 საჯარო სკოლის დირექტორი, რომელმაც კონკურსის ორგანიზატორებისგან სხვადასხვა პრიზი მიიღო ისევე, როგორც სხვა გამარჯვებულებმა. თუმცა ბატონ გელას მთავარი პრიზი სკოლაში ელოდებოდა. მოსწავლეების, მასწავლებლების და სრულიად კოლექტივის უდიდესი სიხარული და მადლიერება მიღწეული წარმატების სანაცვლოდ.
კორბოულის N2 საჯარო სკოლის საზოგადოება ულოცავს სამეულს ამ დიდებულ გამარჯვებას. დაე, ეს ყოფილიყოს წარმატებული გზის დასაწყისი“,- აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს