ამაღლების საჯარო სკოლის მოსწავლე მარი თავაძე წლის საუკეთესო ეკოსპიკერი და პრეზენტატორი გახდა
22-09-2020

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ამაღლების საჯარო სკოლის მოსწავლე მარი თავაძე წლის საუკეთესო ეკოსპიკერი და პრეზენტატორი გახდა. მარიამი უკვე თსუ-ს სტუდენტია და დირექცია ულოცავს ყველა მიღწეულ წარმატებას.

„5 წელია ეკოლოგები გარემოს დაცვის კუთხით მუშაობენ, ბოლო 2 წელი კი - მდგრადი განვითარების კუთხით ...  ყოველ წელს ვახერხებდით ნახევარფინალში გაასვლას... და სხვადასხვა კომპანიის რჩეული ვხდებოდით. წელს კი წლის საუკეთესო ეკოსპიკერი და პრეზენტატორი გახდა  ჩვენი სკოლის წარმომადგენელი მარი თავაძე.

გურია აჭარის მასშტაბით დასკვნით ტურზე 2 ადგილი ავიღეთ... წლიურ მუშაობასა და ეკოსპიკერის პრეზენტაციაში - 1-ლი.  

ასევე რამდენიმე კომპანიის რჩეული გავხდით და სენმა სამომავლოდაც შესთავაზა მარის თანამშრომლობა... მარიმ ცხოვრების ახალი ეტაპი დაიწყო ის ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის სტუდენტია და წარმატებებს უსურვებს ამაღლების საჯარო სკოლა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203