„ჩვენი სურვილია 1 ოქტომბერს დავბრუნდეთ საკლასო ოთახებში“ - განათლების მინისტრი სკოლებში სწავლის განახლებაზე საუბრობს
21-09-2020

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში განახლებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს და აღნიშნავს, რომ აუცილებელია რეგულაციების დაცვა.

როგორც მინისტრმა განაცხადა, რომ სასწავლო პროცესისთვის ბუნებრივი გარემო სკოლაა.

„ჩვენი, ყველას სურვილია, რომ 1 ოქტომბერს შევძლოთ და დავბრუნდეთ საკლასო ოთახებში, რომ ბავშვებს ჰქონდეთ ეს შესაძლებლობა, რადგან ბუნებრივი გარემო სასწავლო პროცესისთვის არის სწორედ სკოლაში, სასწავლო პროცესი არის საკლასო ოთახებში.

შესაბამისად, ამას რომ მივაღწიოთ, ყველამ უნდა გააცნობიეროს იმის მნიშვნელობა, რომ საჭიროა რეგულაციების ზედმიწევნით დაცვა“,- განაცხადა ჩხენკელმა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203