„ადამიანი ადამიანისთვის მზეაო... კიდევ ერთ მზეს იცნობდეთ - სალომე ჯოხაძეს“-თბილისის N23 საჯარო სკოლის მოსწავლის სიმამაცე პანდემიის დროს
21-09-2020

თბილისის N23 საჯარო სკოლის დირექცია გამორჩეულ მოსწავლეს - სალომე ჯოხაძეს გვაცნობს. სალომე, ამჟამად, მერვეკლასელია და მან პანდემიის პირობებში განსაკუთრებული სიმამაცე გამოიჩინა:

„გვსურს გაგაცნოთ 23-ლი, ერთი პატარა - დიდი გოგო - სალომე ჯოხაძე.

დიდი ხანია ამას ვგეგმავთ, მისი საქმიანობის დაწყების პირველი დღეებიდან გული სიამაყით გვაქვს სავსე, მაგრამ ველოდით როდის მოკალათდებოდა სახლში, ასევე 23-ელ დედასთან მშვიდად და უსაფრთხოდ... როდის დაასრულებდა ზე-საპასუხისმგებლო საქმეს... რომ ემოციურად არ შეგვეშალა ხელი.

ჯერ კიდევ მე-7 კლასელმა, თვალებბრიალა გოგომ, წესით სახლში რომ უნდა დარჩენილიყო, სხვისი უსაფრთხოებისთვის და ჯანმრთელობისთვის, გადაწყვიტა მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩაბმა.

არც მეტი და არც ნაკლები წავიდა გუდაურში, თავის უფროს დასთან ერთად, გაიარა გადამზადების ტრენინგი და გუდაურის სასტუმრო „ფრი რაიდერში“ დაიდო კარავი.

- რისთვის?

covid-19-ის კარანტინის პერიოდში, საზღვარგარეთიდან ჩამოყვანილ საქართველოს მოქალაქეებზე რომ ეზრუნა, რომლებიც ზემოთხსენებულ სასტუმროში ჩერდებოდნენ კვირაობით!

თქვენ ის წერილები და სიტყვები უნდა მოგესმინათ კარანტინგავლილი ადამიანები რომ სალომეს უტოვებდნენ... ამ პატარა-დიდ გოგოს...

შესვენებაზე, უნიფორმას გაიხდიდა და დისტანციურად ხან რომელ გაკვეთილზე შეიქროლება, ხან რომელზე, მერე ვიღაც დაუძახებდა, ისევ საქმისთვის და ასე გაგრძელდა კვირები...

ადამიანი ადამიანისთვის მზეაო... და კიდევ ერთ მზეს იცნობდეთ - სალომე ჯოხაძეს, უკვე VIII კლასის მოსწავლეს“,-ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203