ხორშის საჯარო სკოლაში 2019 წლის ისტ-ის საუკეთესო პედაგოგი და მუნიციპალიტეტში პირველი მენტორი მასწავლებელი უტა კილასონია ასწავლის
21-09-2020

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორშის საჯარო სკოლის ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) პედაგოგი უტა კილასონია გახდა, რაც სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლისთვის მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენს. უტა კილასონია გახლავთ 2017 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტი, 2019 წლის ისტ-ის საუკეთესო პედაგოგი, პირველი მენტორი მასწავლებელი სენაკის მუნიციპალიტეტში, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტექნოლოგიების ექსპერტი „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში.

„2020-21 სასწავლო წელს, ხორშის საჯარო სკოლის ისტ-ის პედაგოგი გახდა უტა კილასონია, რაც ჩვენი სკოლისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა. უტა კილასონია გახლავთ 2017 წლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტი, 2019 წლის ისტ-ის საუკეთესო პედაგოგი და პირველი მენტორი მასწავლებელი სენაკის მუნიციპალიტეტში, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტექნოლოგიების ექსპერტი „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში. ვფიქრობთ, ბევრ სასიკეთო საქმეს გააკეთებს ბატონი უტა ჩვენი სკოლის სასიკეთოდ“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203