ზემო თხილნარის საჯარო სკოლის მოსწავლე დავით ცეცხლაძემ izrune.ge-ს ინგლისური ენის ტესტი წარმატებით გაიარა
21-09-2020

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ზემო თხილნარის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართული მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge.

მოსწავლეები ინგლისური ენის ტესტშიც წარმატებებს აღწევენ. ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია დავით ცეცხლაძე. დავითი თხილნარის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეა, ის თავის წარმატებას გვიზიარებს.

დავითს, ისევე როგორც აჭარაში მცხოვრებ ბევრ მოსწავლეს, განსაკუთრებულად მზრუნველი ოჯახი ჰყავს.

აი რას წერს მოტივაციით აღსავსე, გახარებული მოსწავლე:

„მოგესალმებით მე დავით ცეცხლაძე ვარ. ძალიან გამიხარდა izrune.ge-ზე ტესტები რომ დაიწყო და თან ინგლისურის ტესტებიც რომ დაემატა. ყოველი ხუთშაბათის მოსვლას გულმოდგინედ ველოდები, რომ ტესტები გავაკეთო და სწავლის დონე ავიმაღლო“.

17 სექტემბერს, პირველად izrune.ge-ზე 5-დონიანი ინგლისური ენის ტესტის დღე ჩატარდა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203