მუჟავას თემის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი რეგულაციების დაცვით განახლდა
21-09-2020
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მუჟავას თემის საჯარო სკოლამ ახალი სასწავლო წელი რეგულაციების დაცვით დაიწყო. სკოლის მოსწავლეებმა სწავლა საკლასო ოთახებში განაახლეს.
სკოლის დირექციამ და თითოეულმა პედაგოგმა განათლების და ჯანდაცვის სამინისტროების რეკომენდაციები სრულად გაითვალისწინა.