„ვისურვებდით, ეს სასწავლო წელი ყოფილიყოს წარმატებებით გამორჩეული!“-ჩხორიის საჯარო სკოლის დირექციამ სასკოლო საზოგადოებას სასწავლო წლის დაწყება მიულოცა
21-09-2020

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჩხორიის საჯარო სკოლის დირექციამ სასკოლო საზოგადოებას ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. დირექციის მიმართვა ოპტიმისტური, პოზიტიური და სიყვარულით სავსეა:

„ძვირფასო მოსწავლეებო, მასწავლებლებო, მშობლებო!

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. ახალ სასწავლო წელს ახალი იმედები მოაქვს და ვისურვებდით, რომ ეს სასწავლო წელი ყოფილიყოს მრავალფეროვანი, საინტერესო და წარმატებებით გამორჩეული! თქვენი ცხოვრების გზა კი ღვთაებრივი სიბრძნითა და ჭეშმარიტებით იყოს გასხივოსნებული.

გვჯერა, რომ კიდევ მრავალ წარმატებულ ფურცელს შეჰმატებთ ჩვენი სკოლის მატიანეს. უღრუბლო ზეცასა და სამშობლოს ძლიერებას გისურვებთ!“-აღნიშნულია დირექციის მიმართვაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203