თეთრიწყლების საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი განსაკუთრებულად დაიწყო
21-09-2020

თელავის  მუნიციპალიტეტის თეთრიწყლების საჯარო სკოლაში ახალი 2020 - 2021 სასწავლო წელი განსაკუთრებული ღონისძიებით დაიწყო.

მაღალმთიანი სოფლის ამ პატარა სკოლის მოსწავლეებს სწავლის დაწყება თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობებმა მიულოცეს.

წარმოდგენა საჯარო სკოლის ეზოში გაიმართა, სადაც მსახიობებმა სხვადასხვა სპექტაკლებიდან სცენები გააცოცხლეს.

თეთრიწყლების საჯარო სკოლის დირექცია დიდ მადლობას უხდის თეატრის დირექტორს, მსახიობებს, განათლების სამინისტროს, თელავის მერიის კულტურის განყოფილებას დაუვიწყარი ემოციებისთვის! და ყველას წარმატებულ სასწავლო წელს უსურვებს!

იხილეთ ფოტოები და ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203