გომის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო წელი საზეიმო განწყობითა და რეგულაციების დაცვით დაიწყეს
21-09-2020
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ გომის საჯარო სკოლამ ახალი სასწავლო წელი რეგულაციების დაცვით დაიწყო. სწავლა სკოლის მოსწავლეებმა საკლასო ოთახებში განაახლეს.
სკოლის დირექციამ და თითოეულმა პედაგოგმა განათლების და ჯანდაცვის სამინისტროების რეკომენდაციები სრულად გაითვალისწინა.