ღრელის საჯარო სკოლის დირექციამ მოსწავლეებს დისტანციურ სწავლებაში აქტიური ჩართულობისთვის ქების სიგელები გადასცა
18-09-2020

ახალციხის მუნიციპალიტეტის ღრელის საჯარო სკოლამ ყველა რეკომენდაციის დაცვითა და სრული აქტიურობით დაიწყო 2020-2021 სასწავლო წელი.

„მართალია, სასწავლო წლის დასაწყისში ღონისძიება ჩვეული რეჟიმით არ ჩატარებულა, მაგრამ ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრელის საჯარო სკოლის დირექციამ მოსწავლეებს 2019-2020 სასწავლო წლის დისტანციურ სწავლებაში აქტიური მონაწილეობისათვის ქების სიგელები სკოლის ეზოში რეკომენდაციების დაცვით გადასცა.

ხოლო წარმატებულ მოსწავლეებს წაჩინებული სწავლისთვის ათოსნობის სიგელები“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203