„გვინდა ყოველი დღე ახლის შემეცნების და წარმატების მომტანი იყოს“-გორის N3 საჯარო სკოლის დირექციამ მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა
18-09-2020

გორის N3 საჯარო სკოლის დირექციამ და მასწავლებლებმა მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და წარმატებული წელი უსურვეს. პანდემიის გამო სკოლაში სასწავლო პროცესი დისტანციურად განახლდა.

„ჩვენო საყვარელო მოსწავლეებო და მასწავლებლებო! გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. განსაკუთრებით გილოცავთ ჩვენო პირველკლასელებო, გვინდა ყოველი დღე თქვენთვის ახლის შემეცნების და წარმატების მომტანი იყოს. გისურვებთ ეს სასწავლო წელი ჯანმრთელ და მშვიდობიან გარემოში გაგეტარებინოთ“,-წერია დირექციის მიმართვაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203