ბეღლეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ახალი, თანამედროვე სტანდარტების სკოლა შენდება
18-09-2020

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბეღლეთში შენდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საჯარო სკოლის შენობა, რომელიც 160 მოსწავლეს მიიღებს.

შენობა ასევე გათვლილია სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებზეც, ყველა მოსწავლისათვის იქნება შესაბამისად ადაპტირებული გარემო.

„სკოლის პედაგოგებისა და სოფლის მოსახლეობის სახელით მინდა მადლობა გადავუხადო აჭარის განათლებისა და კულტურისა და სპორტის სამინისტროს ამ დიდი და ფასდაუდებელი საჩუქრისათვის, რომელიც აჩუქეს სოფლის მოსახლეობას, მის მომავალ თაობას. ალბათ, არ იქნება ერთნაირი ძველი სკოლის შენობა ის შეუსაბამო პირობები, სადაც აქამდე გვიხდება სასწავლო პროცესის წარმართვა და ამ პირობებში, როცა შევა ექსპლუატაციაში ახალი სკოლა ჩვენი მოსწავლეები თავის სიტყვას იტყვიან სწავლასა და ცოდნის დაუფლების საქმეში“,-ამბობს დირექტორი რამაზ ლომიძე.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203