
ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლამ სწავლა დისტანციურ რეჟიმში დაიწყო.
სკოლის დირექცია ულოცავს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას.
„მოსწავლეებო, მასწავლებლებო, მშობლებო, სკოლის დირექცია გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, მრავალ წარმატებას და მიღწევას ყველგან. იმედი მაქვს გადავლახავთ ყველანაირ დაბრკოლებას და ოქტომბერში კვლავ ახმაურდება სკოლის კედლები“- ნათქვამია მისალოც წერილში.
სკოლის დირექციის წევრები განსაკუთრებული სითბოთი ეფერებიან პირველკლასელებს, რომლებსაც უდიდესი მოლოდინი განსხვავებულ ემოციაში გადაეზარდათ და ცოტათი დაბნეულნიც არიან.