„ამაზე სასიხარულო განცდა არ არსებობს“-ბალდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ახალი სასწავლო წელი სკოლის კედლებში დაიწყეს
18-09-2020

მარტვილის მუნიციპალიტეტის ბალდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ახალი სასწავლო წელი სკოლის კედლებში დაიწყეს. მასწავლებლები მონატრებულ ბაშვებს რეკომენდაციების დაცვით შეხვდნენ.

„ბალდის საჯარო სკოლის ეზო დღეს ახმაურდა. ამაზე სასიხარულო განცდა არ არსებობს. ამდენი ხნის მოლოდინის შემდეგ ენითაღუწერელი ბედნიერებაა, როდესაც საკლასო ოთახებში მოსწავლეების ჟრიამულმა, სკოლის კედლებიც კი გააცინა.

სკოლა ყველანაირი რეკომენდაციების და წესების დაცვით შეუდგა ახალი სასწავლო წლის დაწყებას.
გილოცავთ ამ ნანატრ დღეს ჩვენო აღსაზრდელებო, მასწავლებლებო, მშობლებო! განსაკუთრებით მინდა მივულოცო ეს დღე ყველა პირველკლასელს და დაულოცო მათ გზა ამ ახალ ცხოვრების სარბიელზე. წარმატებებს და წინსვლას გისურვებთ!“-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203