თბილისის N167 საჯარო სკოლის მოსწავლეები, საზაფხულო სკოლის ფარგლებში, ყალბი ამბების ამოცნობის მექანიზმებს გაეცნენ
18-09-2020

თბილისის N167 საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებელი პროექტში - „სამოქალაქო განათლება ევროინტეგრაციის შესახებ დეზინფორმაციის წინააღმდეგ“ მონაწილეობდნენ. პროექტში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 18 სკოლიდან მოსწავლეები და მასწავლებლები არიან ჩართულნი. 

თბილისის N167 საჯარო სკოლიდან პროექტში ჩართულნი არიან სამოქალაქო განათლების პედაგოგი ქრისტინე ღონღაძე და მე-10 კლასის მოსწავლეები, ანი ჭუმბურიძე და გიორგი ბიწაძე. 

საზაფხულო სკოლის ფარგლებში მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია ევროკავშირის და საქართველოს თანამშრომლობის შესახებ. ასევე, გაეცნენ დეზინფორმაციის ტექნიკებს, ყალბი ამბების ამოცნობის მექანიზმებს, საინფორმაციო კამპანიის წარმართვის ეტაპებს და შეიძინეს არაერთი სასარგებლო უნარ-ჩვევა, რომელსაც გამოიყენებენ ევროკავშირის შესახებ სკოლაში დაგეგმილი სამოქალაქო კამპანიის ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის მიერ, ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203