„უჩვეულოდ „ჩუმი“ 15 სექტემბერი“ - თბილისის N71 საჯარო სკოლის პედაგოგმა სასწავლო წლის დაწყებას ემოციური წერილი მიუძღვნა
18-09-2020

თბილისის N71 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი დისტანციურად დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ სკოლის ადმინისტრაციამ მოსწავლეთა და პედაგოგთა უსაფრთხოებისთვის ყველა ზომა მიიღო, პანდემიის გამო, სასწავლო წელი დიდ ქალაქებში დისტანციურად დაიწყო.

ახალი სასწავლო წლის პირველ დღეს პედაგოგმა ლედი ელიაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი მიუძღვნა:

„დღეს 2020 წლის 15 სექტემბერია... უჩვეულოდ „ჩუმი“ 15 სექტემბერი...დღეს კიდევ ერთხელ დავდექით დიდი გამოწვევის წინაშე, მაგრამ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ყველაფერი გამოგვივა! ერთად ყველაფერს შევძლებთ!

ჩემო უძვირფასესო და ულამაზესო ბავშვებო, კოლეგებო, მშობლებო...გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! დაე, ეს წელი იყოს ნაყოფიერი და მშვიდობიანი ყველა ჩვენთაგანისათვის! ჯანმრთელობას, წარმატებასა და დასახული მიზნების მიღწევას გისურვებთ!

გულმა არ მომითმინა და დღეს ონლაინ გაკვეთილების დასრულების შემდეგ სკოლაში ავედი... ეს ჩემი, თქვენი 71-ე საჯარო სკოლაა!... გაკრიალებული საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა, დერეფნები, სველი წერტილები.... მაგრამ უჩვეულოდ „მშვიდი“ და „ცარიელი“.

მადლობა, სკოლის დირექციას ამ სილამაზისთვის, უსაფრთხო და სასიამოვნო გარემოსთვის, მოტივაციისთვის, ზრუნვისთვის!
მადლობა, ყველა პედაგოგს! მადლობა, სკოლის ყველა თანამშრომელს! მადლობა, თითოეულ მშობელს მხარში დგომისა და ერთგულებისთვის! მადლობა, ჩვენს უსაყვარლეს და უთბილეს მოსწავლეებს! მიუხედავად ყველაფრისა, ვიცი და მჯერა, რომ ეს ყველაფერი მალე ჩაივლის, ისევ დავუბრუნდებით საკლასო ოთახებს, ისევ აჟრიამულდება ჩვენი სკოლის კედლები!

იცით???... მიუხედავად „სიცარიელისა“ თქვენ ყველანი (მოსწავლე, მასწავლებელი) მაინც აქ ხართ !!!!
მიყვარხართ! მიყვარხართ! მიყვარხართ!“-წერს პედაგოგი ლედი ელიაშვილი.

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203