„ახმაურდა ჩვენი პატარა, კოპწია სკოლა“-კარბის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ახალი სასწავლო წელი საკლასო ოთახებში დაიწყეს
18-09-2020

გორის მუნიციპალიტეტის კარბის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი განახლდა. მონატრებულ მოსწავლეებს მასწავლებლები დიდი სიყვარულით შეხვდნენ. სკოლაში მოსწავლეთა და პედაგოგთა უსაფრთხოებისთვის და ჯანმრთელობისთვის ყველა რეკომენდაცია დაცულია. 

„6-თვიანი იძულებითი და სავალდებულო პაუზის შემდეგ ახმაურდა ჩვენი პატარა, კოპწია სკოლა. დიდი სიხარული გვაქვს, რადგან უსაყვარლეს აღსაზრდელებს სწორედ აქ, საკლასო ოთახებში უნდა ვასწავლოთ, შევეცადეთ, გაგველამაზებინა მათთვის ყველაზე მყუდრო სამყარო”,-გვიამბობს სკოლის წარმომადგენელი.

ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე დირექციამ მოსწავლეებსა და მშობლებს ემოციურად მიმართა და კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ყველამ მაქსიმალურად დაიცვან კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები და რეკომენდაციები.

„ჩვენო მონატრებულო მოსწავლეებო, ძვირფასო მშობლებო, მეგობრებო, 15 სექტემბერს თქვენი საყვარელი, გალამაზებული, პატარა, მაგრამ მყუდრო და კომფორტული სკოლა გელოდებათ თავისთან, გელოდებათ, რადგან სწორედ აქ იწყება ჩვენთვის ახალი სასწავლო წელი და ვიმედოვნებთ, რომ ასევე გაგრძელდება... ამ დღეს დიდხანს, საკმაოდ დიდხანს ველოდით ყველა ერთად და აი, დადგა ეს ნანატრი დღეც...ეს ყველაზე გამორჩეული სასწავლო წელი იქნება... ჩვენ, მასწავლებლები, ყველანაირი რეგულაციის დაცვით შევეცადეთ შეგვექმნა თქვენთვის უსაფრთხო, კომფორტული გარემო...ერთად, რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვით, ჩვენ შევძლებთ, რომ მშვიდობიანი, წარმატებული წელი გვქონდეს! გილოცავთ ახალი,2020-2021 სასწავლო წლის დადგომას ყველას!”-აღნიშნულია ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203