
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში სწავლა 15 სექტემბერს განახლდა. ახალი სასწავლო წლის პირველმა დღემ ტრადიციული ხალხმრავალი ღონისძიების გარეშე ჩაიარა, თუმცა დირექციამ ამ დღეზე ვიდეოკოლაჟი მოამზადა.
„ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული რეკომენდაციების გათვალისწინებით შეუძლებელი იყო ჩვეული გრანდიოზულობით აღგვენიშნა ახალი 2020-2021 სასწავლო წელი, ამიტომ შევეცადეთ მოკრძალებული ვიდეოკოლაჟით გადმოგვეცა სასწავლო წლის კვლავ სკოლაში დაწყებით გამოწვეული განცდები და ემოციები, რომლებიც დირექციას, თითოეულ მოსწავლეს, მშობელსა თუ მასწავლებელს ჰქონდა.
მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსმა პირბადეში მოაქცია მთელი სამყარო, ბევრი რამ შეცვალა და მსოფლიო ვეღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც იყო, ვცდილობთ, ვისწავლოთ მასთან ერთად ცხოვრება, შევუქმნათ მოსწავლეებს უსაფრთხო გარემო, რათა შევძლოთ განათლებული, სრულფასოვანი მოქალაქეების აღზრდა. ამის დასტურია შემოთავაზებული კლიპიც; რომელშიდაც ჩანს პირველი საჯარო სკოლის კოლექტივისა და მოსწავლეების მზაობა ცოდნის მწვერვალების დასაპყრობად“,-წერია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ვიდეო