ჯვარის N2 საჯარო სკოლის ოქროსმედალოსნები უნივერსიტეტებში გრანტით ჩაირიცხნენ
18-09-2020

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თემურ ფიფიას სახელობის ჯვარის N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა, სამმა მოსწავლემ, რომლებიც ოქროს მედლის კანდიდატები არიან,  ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და  გრანტი მოიპოვეს.

ასევე რამდენიმე მოსწავლე უფასო ფაკულტეტზე ჩაირიცხა.

სკოლის დირექცია და მასწავლებლები ამაყობენ მოსწავლეთა შედეგებით.

„ეს წარმატება ჩვენი სკოლის პედაგოგების დამსახურებაა. სკოლის დირექცია თითოეულ მოსწავლეს, პედაგოგს უსურვებს წარმატებულ წელს“,-ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203