
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ამაღლების საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სასურველ უნივერსიტეტებში ჩაირიცხნენ. დირექცია და მასწავლებლები ულოცავენ მოსწავლეებს მიღწეულ შედეგს.
„ამაღლების საჯარო სკოლის მოსწავლეებს: მარი თავაძეს ვულოცავ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტობას. ნანა სიხარულიძეს კი ილიას უნივერსიტეტის სტუდენტობას. წინსვლა და წარმატებები თქვენი ცხოვრების გზაზე“,-წერია დირექციის მისალოც წერილში.