საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში COVID-19-ის პრევენციის გზებზე სემინარი გაიმართა
17-09-2020

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში სემინარი - „COVID-19, როგორც გამოწვევა და მისი პრევენციის გზები“ გაიმართა. 

სემინარს პირველადი ჯანდაცვის ცენტრის პიარ-მენეჯერი, კავკასიის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ წევრი როზი დევნოზაშვილი  უძღვებოდა. სემინარს სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები დაესწრნენ.

შეხვედრა საჭირო თემატიკიდან გამომდინარე საინტერესოდ წარიმართა.

სკოლა როზი დევნოზაშვილს მადლობას უხდის.

„უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი სკოლის მეგობარს, საოცარ ადამიანს როზი დევნოზაშვილს“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203