„სრულ მზადყოფნას გიცხადებთ, მშვიდ და უსაფრთხო გარემოს შექმნისთვის“- ხაშურის N7 საჯარო სკოლამ სასწავლო წელი რეკომენდაციების დაცვით დაიწყო
17-09-2020

ხაშურის N7 საჯარო სკოლამ ახალი, 2020-21 სასწავლო წელი სამინისტროს მიერ მიწოდებული ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით დაიწყო. 

  • სკოლას აქვს ოთხი, ერთმანეთისგან იზოლირებული შესასვლელი, სადაც მოსწავლეები გადიან დეზობარიერს, თერმოსკრინინგს, სადეზინფექციო სითხით ხელებს იმუშავებენ და საკუთარ საკლასო ოთახებში მიდიან!
  • თითოეული საკლასო ოთახის ფართობი 50 კვ.მეტრია, ეს საშუალებას იძლევა მერხები განლაგებული იყოს ერთმეტრიანი დისტანციით!
  • გაკვეთილები ტარდება 35-წუთიანი (დაწყებითი საფეხური) და 40-წუთიანი (საბაზო და საშუალო საფეხური) დასვენების დრო, ყველა კლასისთვის ინდივიდუალურად არის განსაზღვრული!
  • სრულ წესრიგშია ოთხი ტუალეტი, საკუთარი სველი წერტილებით.

სკოლის ადმინისტრაცია და მასწავლებლები მოსწავლეებს და მათ მშობლებს სასწავლო წლის დაწყებას ულოცავენ. 

‍„ჩვენო ძვირფასო მოსწავლეებო და მშობლებო, სკოლის ადმინისტრაცია და მასწავლებელთა საზოგადოება გილოცავთ ახალ სასწავლო წელს და სრულ მზადყოფნას გიცხადებთ, მშვიდ და უსაფრთხო გარემოს შექმნისთვის“,-ნათქვემია მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203