ლეციცხვაიეს საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოსდაცვით საკითხებზე გამართულ ვებინარში მონაწილეობდნენ
17-09-2020

მარტვილის მუნიციპალიტეტის გელა ჭედიას სახელობის ლეციცხვაიეს საჯარო სკოლის მოსწავლეები ოზონის შრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ვებინარში მონაწილეობდნენ, რომელიც გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრის და გაეროს განვითარების პროგრამის - „საქართველოში მონრეალის ოქმის განხორციელების სამოქმედო პროგრამა” ორგანიზებით ჩატარდა.

დისტანციური შეხვედრა გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა ლუიზა ვინტონმა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილმა გახსნეს.

მონაწილეებმა მიიღეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია ოზონის შრის გათხელების პრობლემის არსზე, ოზონის შრის დაცვის და აღდგენის წარმატებულ საერთაშორისო გამოცდილებებზე და ასევე საქართველოში ოზონის შრის დასაცავად განხორციელებულ და დეგეგმილ ქმედებაზე. 

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203