
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში რეგულაციების დაცვით განახლდა.
სკოლის დირექციამ და თითოეულმა მასწავლებელმა განათლების და ჯანდაცვის სამინისტროების რეკომენდაციები გაითვალისწინა.
სკოლა მოსწავლეებს, განსაკუთრებით კი პირველკლასელებს სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს.
„ძვირფასო პირველკლასელებო, გილოცავთ თქვენს პირველ ნაბიჯებს სკოლაში... სიბრძნე და გონიერება მოგმადლოთ უფალმა...“,- ნათქვამია მისალოც წერილში.
იხილეთ ფოტოები