ჯვარის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი რეკომენდაციების დაცვით განახლდა
17-09-2020

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თემურ ფიფიას სახელობის ჯვარის N2 საჯარო სკოლამ განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები სრულად გაითვალისწინა.

სასკოლო ოთახებში მერხები ახალი რეგულაციების გათვალისწინებით დისტანციის დაცვით განლაგდა. მოწესრიგდა საპირფარეშო, ასევე გათვალისწინებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირისთვის აუცილებელი პირობები. მიუხედავად შეზღუდული წესებისა სკოლამ სასწავლო წელი საზეიმო განწყობით დაიწყო.

სკოლის დირექცია თითოეულ მოსწავლეს და პედაგოგს უსურვებს წარმატებულ წელს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203