„ჩვენ ვამაყობთ თქვენით!“-ქუთაისის N21 საჯარო სკოლის დირექცია კურსდამთავრებულებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს
17-09-2020

ქუთაისის N21 საჯარო სკოლის დირექცია კურსდამთავრებულებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს და მათ წარმატებულ შედეგებს გვიზიარებს.

„ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და მომავალ სტუდენტობას გილოცავთ, ჩვენო საამაყო და საიმედო კურსდამთავრებულებო. შემდგომ წარმატებებსა და პროფესიულ წინსვლას გისურვებთ. დაგილოცავთ ცხოვრებაში გადადგმულ პირველ ნაბიჯებს! ჩვენ ვამაყობთ თქვენით!

გამოცდებზე მიღწეული მაჩვენებლებით სკოლის საქმიანობა შეიძლება შევაფასოთ ეფექტიანად.
ღრმა პატივისცემა და მადლიერება მინდა დავადასტურო ჩვენი მშობლების მიმართ სასწავლო პროცესში ჩართულობისთვის, ხელშეწყობისთვის, სიყვარულისათვის, სითბოსთვის. ბედნიერ და წარმატებულ მომავალს ვუსურვებ თქვენს შვილებს.
ჩვენო მასწავლებლებო, გულწრფელ პატივისცემას გამოვხატავ და მადლობას გიხდით სწავლების პერიოდში გაწეული უშურველი შრომისა და პროფესიული ერთგულებისათვის. 

გთავაზობთ აბიტურიენტთა მცირე ნაწილის საგამოცდო შედეგებს ეროვნულ გამოცდებზე.

ჩიხლაძე ნიკოლოზი, ბიოლოგია, 70-დან-69 ქულა.
ქორიძე ირაკლი, ინგლისური ენა, 80-დან-79.
მხეიძე მათე, ინგლისური ენა, 80-დან-74.
ბანელაძე რუსა, ინგლისური ენა , 80-დან-76. ქართული ენა 70-დან-66, ისტორია 60-დან- 55.
ღავთაძე სოფია, ბიოლოგია, 70-დან 68, ქიმია 75-დან 65.
მარიამ ნიკოლეიშვილი, ინგლისური ენა 80-დან- 74.
ნინი ფხაკაძე, ქართული ენა, 70-დან 65. ისტორია, 60-დან 55.
თათია ყანთელაძე, ინგლისური ენა, 80-დან 73. ისტორია 60-დან 56. უნარები 80-დან 74.
ნინო კეპულაძე, ინგლისური ენა, 80-დან 72. მათემატიკა 59-დან 53“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203