
ხონის N3 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საკლასო ოთახებში რეკომენდაციების დაცვით დაიწყო.სკოლის დირექციამ განათლების და ჯანდაცვის სამინისტროების რეკომენდაციები სრულად გაითვალისწინა.
სკოლის დირექტორი ვერიკო ბენიძე მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს.
„დავიწყეთ 2020-2021 სასწავლო წელი. მინდა ბედნიერი, წარმატებებით დახუნძლული, აღმოჩენებით სავსე წელი იყოს ყველასთვის, განსაკუთრებით მესამესკოლელებისთვის. ოქროს გასაღებით გახსნეს პირველკლასელებმა დღეს ცოდნის კარი და ლიდერობისკენ მიმავალ გზას დაადგნენ. წარმატებული იყოს მათი ყოველი ნაბიჯი! ყველას მოგვნატრებია ერთმანეთი და სკოლა. თუმცა რეგულაციების სრული დაცვით შევხვდით ერთმანეთს. ჩვენი სკოლა დღეს ბრწყინავდა ეს ჩვენი ტექნიკური პერსონალის დიდი შრომის შედეგია, მადლობა მათ. დარწმუნებული ვარ ბრწყინვალება არასოდეს მოაკლდება, ჩვენს უსაყვარლეს სკოლას.
მაშ, ასე ჩვენ დავიწყეთ, წინ ბევრი აღმოჩენა, წარმატება და აღიარება გველოდება“,- ნათქვამია დირექტორის მისალოც წერილ წერილში.
იხილეთ ფოტოები