
მცხეთის მუნიციპალიტეტის მისაქციელის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი რეკომენდაციების სრული დაცვით განახლდა. დირექციამ და მასწავლებლებმა ბავშვებს მიულოცეს და წარმატებული სასწავლო წელი უსურვეს.
„ძვირფასო ბავშვებო, მშობლებო, პედაგოგებო...ჩვეულებრივად ვიწყებთ, ვისურვებდით, რომ უჩვეულო გაგრძელება არ ჰქონოდეს. გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას...გისურვებთ ჯანმრთელ და ბედნიერ სასკოლო ცხოვრებას.. ფერადი და ლამაზი წლები გაგეტარებინოთ თქვენი საყვარელი სკოლის კედლებში...
მთელი ჩვენი ძალისხმევა უნდა მივმართოთ ჰიგიენის დაცვისკენ, რათა ერთობლივად დავამარცხოთ პანდემია. სკოლა ყოველმხრივ მზადაა ამისათვის...
გაცნობებთ: სრულად რეაბიტილდა სველი წერტილები და სააქტო დარბაზი, რისთვისაც მადლობას ვუხდი მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას და შესაბამის სამსახურებს“,-აღნიშნულია დირექციის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები